20:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 22:38:39, 1846 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსული ჯარები მიიწევენ დონბასში, უკრაინა აცხადებს, რომ ყველა თავდასხმა მოიგერიეს

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოდის დონბასის ცენტრში მდებარე საბრძოლო უბნებიდან, რომლებსაც უკრაინის ჯარები აკონტროლებენ.

სხვადასხვა პრორუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ დასახლება ლიმანში შეიჭრნენ იზიუმის ჯგუფის ძალები. მათი თქმით, რუსმა ჯარებმა ქალაქის ნაწილის დაკავება მოახერხეს. ლიმანი არის პატარა ქალაქი სლოვიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იქ აღჭურვილია უკრაინის ძალების ძლიერი გამაგრებული ტერიტორია.

ამასთან, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ორშაბათს ლიმანის მიმართულებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა. "მტერმა სოფელ ლიმანში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისა და სამოქალაქო ობიექტების საარტილერიო დაბომბვა განახორციელა", - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის საღამოს საინფორმაციო ანგარიშში.

ამავდროულად, რუსული ჯარები აგრძელებენ ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარღვევის მცდელობებს, სევეროდონეცკის მიმართულებით, მტრის ქვედანაყოფები ცდილობენ გაარღვიონ თავდაცვა და წრე შემოარტყან უკრაინულ ჯარებს, - იუწყება უკრაინის გენერალური შტაბი.

ამავდროულად, რუსული არმიის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ბახმუტის მიმართულებით, აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული შეტევითი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics