22:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 16:11:59, 1156 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი - თუკი, 2012 წლამდე არცერთი ადამიანის სანქცირებაზე არ იყო საუბარი, დღეს გაუგებარი და მიუღებელია ეს განცხადებები

,,ასეთი ხმაური იყო ატეხილი რუსთავი 2-ის საკუთრების საქმესთან დაკავშირებით  და ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, სადაც ლაპარაკი იყო ჩარევაზე სიტყვის თავისუფლების სფეროში. თუმცა, საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლოებმა მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება,’’ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. 

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, თუ ეს ადამიანები 2012 წლამდე სასამართლოს არ აკრიტიკებდნენ, მათი მხრიდან ესეთი განცხადებები მიუღებელი და გაუგებარია. 

,,საბოლოოდ, როდესაც დაიწყება გამოკითხვა,  თუ რა  არ მოგწონთ ბოლო-ბოლო დღეს სასამართლო რეფორმის ნაწილში. ისინი მიდიან კონკრეტულ გვარებამდე, რომ მათ არ მოსწონთ  კონკრეტული ადამიანები. თუკი, 2012 წლამდე არცერთი ადამიანის სანქცირებაზე არ იყო საუბარი და სხვათა შორის, არც არასამთავრობო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს აქტიურობენ სასამართლო სისტემის წინააღმდეგ და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აკრიტიკებდნენ სასამართლო სისტემას, დღეს მით უმეტეს, გაუგებარი და მიუღებელია მათი ეს განცხადებები,’’ - განაცხადა სოზარ სუბარმა საუბრის დროს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics