|
2022-05-21 14:53:20, 1528 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლში სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონებს“ გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში შიდა ქართლში იმყოფება. მთავრობის მეთაური კასპში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ქალაქ კასპში მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, ცენტრალური მოედნისა და მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაცია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია კასპის ცენტრისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის მოწყობა, ჯამური ბიუჯეტით - 8.3 მლნ ლარი. ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. პრემიერი კასპის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, მათგან არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა. მთავრობის მეთაურთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)