19:22 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 14:02:53, 1393 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მარიუპულის მცველები აბსოლუტურად გმირი ხალხია, ყველა სახლში დაბრუნდება

მარიუპულის მცველები აბსოლუტურად გმირი ხალხია - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც საინფორმაციო მარათონის ეთერში გავიდა, 

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ყველა დამცველი უვნებლად დაბრუნდება სახლში.

"მარიუპულის მცველები აბსოლუტურად გმირი ხალხია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აზოვსტალში იყვნენ  400 მესაზღვრე, დიდი რაოდენობით ეროვნული გვარდიელები, მედესანტეები, თუნდაც SBU-ს წარმომადგენლები, ექიმები, უბრალო ხალხი. ბევრი გმირი ადამიანია... ისინი იცავდნენ მარიუპოლს.  ნაწილი გმირულად დაიღუპა“, - ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი.

მისი თქმით, დღეს ქარხნის ტერიტორიიდან ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, ექიმი, დაჭრილი და მძიმედ დაჭრილები გაიყვანეს.

"მეჩვენება, რომ ყველას გაცვლა უახლოეს მომავალში დასრულდება“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან მოლაპარაკება აწარმოა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მარიუპოლის დამცველების გადასარჩენად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაპირველად ითხოვდა იარაღს, რათა განებლოკა ქალაქი სამხედრო გზით.

”ბიჭებმა მიიღეს სიგნალი სამხედროებისგან, რომ მათ აქვთ უფლება გამოვიდნენ და გადაარჩინონ სიცოცხლე. გაცვლის პროცესი იმაზეა დამოკიდებული, რა წვლილს შეიტანს გაერო, წითელი ჯვარი, სხვა საერთაშორისო გარანტორები გმირების გამოსახსნელად. რეალურად და უახლოეს დროში ველოდებით ამა თუ იმ გაცვლის ფორმატს", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics