|
2022-05-21 13:27:18, 1844 ნახვა
რეგიონი
ბათუმში უზბეკეთიდან ფრენები დაიწყო
დღეს, უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა. Uzbekistan Airways მა პირდაპირი რეისი ბათუმში ტაშკენტიდან განახორციელა. უზბეკ ტურისტებს ბათუმის აეროპორტში ფოლკლორ შოუთი დახვდნენ. ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, რაც რეგიონში უზბეკი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. დღეიდან, ბათუმის მიმართულებით ფრენებს ანახლებს ავიაკომპანია Air Astana, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში ასტანადან შეასრულებს. ჯამში, მაისის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 250-ზე მეტი ფრენა 10-მდე ქვეყნიდან განხორციელდება, მათ შორისაა ორი ახალი რიგისა და ტაშკენტის მიმართულება. აჭარაში პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 49%-ითაა აღდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)