|
2022-05-21 12:49:50, 1200 ნახვა
საზოგადოება
ხაშურში ყირიმ-კონგოს შემთხვევა გამოვლინდა
ხაშურის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს 1 შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას mozaikanews ავრცელებს. მათივე თქმით, ვირუსი 40 წლამდე ქალს დაუფიქსირდა. "ვირუსი 40 წლამდე ქალს დაუფიქსირდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ცხელებით მიმართა ხაშურის გორმედის საავადმყოფოს, რის შემდეგაც გადაიყვანეს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში. ამჟამად ქალი თავს კარგად გრძნობს". - განაცხადეს ხაშურის ჯანდაცვის ცენტრში. შეგახსენებთ, რომ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. გადადება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან (ქსოვილთან, საიდანაც ვირუსი სისხლში შევიდა) კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ. დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)