07:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 11:39:36, 1017 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 100 ათასზე მეტ ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა” ამოქმედდა.  პროგრამის  ბიუჯეტი  35 მლნ  ლარია.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  აგროქულები 100 ათასზე მეტ  ფერმერს უკვე დაერიცხა. 1,200-ზე  მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გააქტიურა, მათგან 340-მა კი, სახელმწიფოს დახმარება უკვე გამოიყენა და სპეციალიზებულ მაღაზიებში აგროქულები გაანაღდა.

„პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება.  აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. პროგრამით 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

ფერმერებმა  საყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგს:

აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, გადაამოწმეთ  ინფორმაცია თქვენს ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიეთ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

პროგრამაში მონაწილეობისა და  დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზისა  (1501) და ლიბერთი ბანკის  ცხელი ხაზის (2 55 55 00)  მეშვეობით.“- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics