07:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 11:00:32, 1021 ნახვა

საზოგადოება
შშმ პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის მიზნით შეხვედრა გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით, გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს გაეროს 6-მა ორგანიზაციამ, სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების წარმომადგენლებმა და სხვა პარტნიორებმა. შეხვედრის მიზანი ერთობლივ პროგრამაში - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა საქართველოში“ მიღწეული წინსვლის შეფასება იყო.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე წარსდგა. თამარ ბარკალაიამ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. მათ შორისაა, ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვა, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და სხვა.

„ერთობლივი პროგრამის მიზანი პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის, ინფორმაციისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და ასევე შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის (UNCRPD) ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობაა.“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრის მონაწილეებს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა მიმართა.  გამომსვლელებს შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკოლოზ თათულაშვილი,  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, განვითარების სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, გამოხატა მზაობა შემდგომშიც განაგრძოს საქართველოში შშმ პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნის მხარდაჭერა.

ერთობლივი პროგრამა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR), საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და შშმ პირთა ორგანიზაციების მონაწილეობით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics