21:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 22:12:11, 1706 ნახვა

ეკონომიკა
ფინეთი მზად არის შეწყვიტოს რუსული გაზის მოხმარება

ფინეთის სახელმწიფო ოპერატორმა Gasum-მა დაადასტურა, რომ რუსული გაზის მიწოდება ფინეთს ხვალ ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე შეუწყდება.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი მოქმედი კონტრაქტით გაზის მიწოდება შეჩერდება. თუმცა, ჩვენ ყურადღებით მოვემზადეთ ამ სიტუაციისთვის", - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მიკა ვილიანენმა.

მანამდე პარასკევს, ფინეთის ფინანსთა მინისტრმა ანნიკა საარიკომ გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ხელი მოაწერა ათწლიან იჯარას მცურავი LNG საცავისთვის ამერიკული კომპანიის Excelerate Energy-სგან.
„ეს მარაგი დაგვეხმარება რუსული გაზის მოშორებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

გასუმმა უარი თქვა რუსეთის მოთხოვნაზე მისი გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე, ამას ხელშეკრულების დარღვევა უწოდა და არბიტრაჟით დაიმუქრა. 20 მაისს გაზპრომ ექსპორტმა შეატყობინა ფინურ ოპერატორს, რომ მიწოდება შეწყვეტს შაბათს დილით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics