07:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 20:29:43, 982 ნახვა

საზოგადოება
საპენსიო სესხები გაიაფდა, სოციალური გასაცემლის ბენეფიციარებს კი საკომისიოს გარეშე მოემსახურებიან

სოციალურ გასაცემლებზე საბანკო მომსახურების სატენდერო კომისიამ, „ლიბერთი“ გამარჯვებულად გამოაცხადა. კომისიის სხდომა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. კომისიის წევრებმა „ლიბერთი ბანკის“ გამარჯვებულად გამოცხადებას  მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს და შესაბამის ოქმს მოაწერეს ხელი.
სატენდერო კომისიის წევრების თქმით, მთავარი საკითხები შესრულებულია - პენსიონერებს უმცირდებათ სესხის პროცენტი და სოციალური გასაცემელის მიმღები პირები, ნებისმიერ სერვისს, საკომისიოს გარეშე მიიღებენ.

სატენდერო პირობების თანახმად, საპენსიო სესხების პროცენტი, რეფინანსირებისა და 6-თვიანი ტიბრის [ეროვნული ბანკის ყოველწლიურად განახლებადი პროცენტი] საპროცენტო განაკვეთს  + 15%-ია. დღეის მდგომარეობით, ეს არის არაუმეტეს 26%-ისა, რომელიც ადრე  30.6 % იყო.  

რაც შეეხება სერვისებს, სატენდერო პირობების თანახმად, „ლიბერთი“ ბენეფიციარებს, საკომისიოს გარეშე მოემსახურება, მათ შორის კომუნალურების გადახდის დროსაც. ასევე, ბანკი იღებს ვალდებულებას, პენსიონერებსა თუ სხვა სოციალური გასაცემლის მიმღებ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, ბინაზე მისვლის მომსახურება შესთავაზოს.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის წევრები - ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ილია ღუდუშაური და თამარ ბარკალია, ეროვნული ბანკის  ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა,  პარლამენტის წევრები პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ზარქუა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლის საბანკო მომსახურებაზე ტენდერი აპრილში გამოაცხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics