|
2022-05-20 19:12:14, 3711 ნახვა
სპორტი
ანდრეი შევჩენკო: სანამ უკრაინაში ომია, შეჯიბრებებში არც ერთი რუსი სპორტსმენი არ უნდა მონაწილეობდეს
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ BBC-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან ბუჩას მოვლენებს გენოციდი უწოდა და თქვა, რომ არცერთ რუს სპორტსმენს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრებებში, სანამ ომი მიმდინარეობს. „პირველივე დღეებიდან გამოვთქვი ჩემი აზრი: სანამ უკრაინაში ომია, არც ერთი რუსი სპორტსმენი არ უნდა მონაწილეობდეს არც ერთ შეჯიბრში. რა თქმა უნდა, ის ვითარება, რაც ბუჩაში მოხდა მისი განთავისუფლების შემდეგ, რაც ვნახეთ... ამ სისასტიკემ, სრულიად შეცვალა აღქმა, გაგება ომის შესახებ. ჩვენ ომის სრულიად განსხვავებული მხარე ვნახეთ... ეს არის სისასტიკე, ეს სისასტიკე, ეს გენოციდია“, - თქვა შევჩენკომ. ფეხბურთელმა გაერთიანებულ ფონდ "იუნაიტედ 24"-ში მონაწილეობაზე ისაუბრა - მისი თქმით, მან უნდა გააერთიანოს ყველა სხვა ფონდი, საიდანაც თანხები პირდაპირ უკრაინაში გადავა. „დღეს [„ერთიანი 24“] არის შანსი, გავიგოთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი ფული ზუსტად უკრაინაში მიდის და არა რაიმე სახის სახსრებით ან სხვა რამით, რაც შეიძლება გადაიდოს. ის პირდაპირ უკრაინაში მიდის“, - თქვა შევჩენკომ. ამ ფონდის შექმნის შესახებ ცნობილი გახდა 17 მაისს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)