18:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 18:03:53, 1817 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტებს მასიურად გაჰყავთ კაცები მარიუპოლიდან, ფილტრაციის ბანაკში იძულებით ათავსებენ და ჯარისთვის ამზადებენ - მერის მრჩეველი

რუს ოკუპანტებს მასიურად გამოჰყავთ კაცები დაბომბილი მარიუპოლიდან, იძულებით ათავსებენ ფილტრაციის ბანაკებში და ე.წ.დონეცკის არმიაში მობილიზებისთვის ამზადებენ. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. 

მისი თქმით, რუსებს მარიუპოლიდან მამაკაცები ფილტრაციის ბანაკებში მიჰყავთ, მაგრამ ხუთი კვირის განმავლობაში ქალაქის არც ერთი მცხოვრები არ დაბრუნებულა. ამავდროულად, ბანაკებში დამპყრობლები ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ცდილობენ თავიანთი ტყვეების მორალურად გატეხვას.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ფილტრაციის ბანაკებში ადამიანების რაოდენობა ნოვოაზოვსკის რაიონში, ბეზიმიანოსა და კაზაცკის ოლქში, 2 ათასი კაციდან 3-4 ათასამდე გაიზარდა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ცნობისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა დამპყრობლებმა შექმნეს ე.წ ფილტრაციის ბანაკები, რომლებშიც ოკუპირებული დასახლებებიდან უკანონოდ გამოყვანილი ადამიანები გადიან. 

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსმა დამპყრობლებმა დროებით ოკუპირებულ უკრაინის ყველა ქალაქში  „ფილტრაციის“ პროცედურა შემოიღეს . 

გარდა ამისა, რუსი დამპყრობლები იმუქრებიან, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ე.წ დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ „არმიაში“ გაგზავნიან.

ოკუპანტებმა ასევე დაავალეს ქალაქში 18-დან 50 წლამდე მამაკაცების აღწერის ჩატარება, თითქოსდა „ნანგრევების გასაწმენდად შრომითი რეზერვის“ შესაქმნელად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics