|
2022-05-20 12:31:42, 1037 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 26 მაისს მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 2-2 რეისს ნიშნავს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 2-2 რეისს ნიშნავს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ხუთშაბათს, 26 მაისს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით არსებული განრიგის გარდა, დამატებით კიდევ ერთი ფრენა 13:30 საათზე შესრულდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტრის მიმართულებით - 15:15 საათზე განხორციელდება. ასევე, 26 მაისს, ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-ამბროლაური 16:30 საათზე, ხოლო ამბროლაური-ნატახტრის მიმართულებით 17:45 საათზე. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებ-გვერდზე https://ticket.vanillasky.ge/ . აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მესტიასა და ამბროლაურში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. დამატებით რეისებზე მოთხოვნა გაზრდილმა მგზავრთნაკადმა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)