2022-05-19 21:50:04, 1530 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ს სენატმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით $40 მილიარდის გამოყოფს
მხარი დავუჭირეთ უკრაინისთვის $40 მილიარდის გამოყოფას. - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ავრცელებს.
მისივე თქმით,კანონპროექტი სენატმა 86-11 ხმით მიიღო, რის შემდეგაც ის ხელის მოსაწერად აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეცემა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად კონგრესს დამატებით $33 მილიარდის გამოყოფა სთხოვა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,