|
2022-05-19 16:25:12, 1104 ნახვა
საზოგადოება
„შენნაირებს ყლ*** ვიხევ, მე ქურდიც ვარ, ძველი ბიჭიც და პოლიციელიც“ - გიორგი მჟავანაძე დაკავების დეტალებზე საუბრობს
ჩემზე პოლიციელებმა ფიზიკურად 17 მაისს, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილების ფოიეში იძალადეს, - მოძრაობა "სირცხვილიას" დირექტორი გიორგი მჟავანაძე მისი უკანონო დაკავების შესახებ დეტალებს ავრცელებს. როგორც მჟავანაძე წერს, სამართალდამცავებმა ფიზიკური ანგარიშსწორება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან პოლიციელი "ვიღაცად" მოიხსენია. "წამომაყენეს, ჩემ უკან სკამი იდგა და უხეშად ჩამაგდეს ამ საკმში, უკან შეკრულ ჩემსავე ხელებს მივენარცხე და კარგად მოჭერილმა ბორკილებმა კიდე მეტად მომიჭირა. აგრძელებენ გინებას და ვიფიქრე, ეგ არის დამაკავეს. მაგრამ თურმე ეხლა იწყება ყველაფერი. ჩემ წინ დგას დავით კანკავა და კიდევ ერთი სრული აღნაგობის დაახლოებით 195 სანტიმეტრის სიმაღლის პოლიციელი, დანარჩენი 5-6 პოლიციელი ირგვლივ მიდგას, ზოგი ზურგს უკან. ამ კანკავას ჩემს სახესთან მოაქვს თავი, მთელი ზიზღით მაგინებს და მეუბნება: „პოლიციელზე „ვიღაც“ როგორ თქვი შე უზრდელო“ და მოულოდნელად მთელი ძალით გაშლილ ხელს მირტყამს სახეში. შოკი იყო, საერთოდ არ ველოდი, პოლიციის განყოფილებაში, დღისით, ფოიეში ხელებშეკრული ვზივარ და სახეში მირტყამს. გვერდით ეს მსუყე პოლიციელი უდგას და ეხლა ის მეორე ლოყაში მირტყამს მთელი ძალით. შემდეგ ისევ ბატონი დავითი. თან მაგინებენ გამწარებულები. ხელები უკან მაქვს შეკრული, ვერც ვიფარებ სახეზე და მუხლი ავწიე, თავი დავხარე რომ სახე დამეფარა რამენაირად. „ეს მუხლი ჩამოწიე შენი დედა მოვტყან“ და იგივე, სახეში მთელი ძალით მირტყამენ. უკან ვიღაცები მედგნენ, იმათაც თავისი ხელი შემაწიეს, თავში ჩამარტყა ერთერთმა. თან მიმეორებენ - შე უზრდელო, ეხლა გეცოდინება რომ პოლიციელი „ვიღაც“ არ არისო. ერთ-ერთი შემოლაწუნება ყურთან მოუვიდათ და მარჯვენა ყურში უცბად ძალიან ძლიერი წუილის ხმა ჩამერთო და თითქოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად გამეყინა. ორი დღე მესმოდა წუილი, ეხლა ხან გადის ხან ბრუნდება. დაგუბებულის შეგრძნება მაქვს და ხმები სხვანაირად მესმის მარჯვენა ყურში, თითქოს ნაკლებად, ვატკაცუნებ აქეთ-იქით თითებს ვამოწმებ, მაგრამ ვერ ვიგებ ზუსტად სმენაზე იმოქმედა თუ არა. ერთხელაც კი არ მიმიყენებია საპასუხოდ რაიმე სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა. ერთადერთი რასაც ვაკეთებდი, არ გავჩერებულვარ, მუდმივარ ვუმეორებდი რომ მოძალადეები და სისიხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ. ვუხსნიდი ყველაფერს, რომ სულ უზრდელობა რომ გამომეჩინა, რაც თქვენ ჩაიდინეთ დანაშაულია-მეთქი. ეს მსუყე მუდმივად მემუქრებოდა, რომ კიდევ გცემთო და არ გავჩერდი და ბოლოს ამბობს, ეს გიჟია მემგონი აზრი არ აქვსო. ოქმი სასამართლოში ვნახე და მიწერია, რომ მონებს ვუწოდებდი, ვაგინებდი და უწიგნურებსა და გაუნათლებლებს ვეძახდი. არცერთი სიტყვა და ფრაზა არ გამომიყენებია. უბრალოდ მგონია, რომ ჩემი საუბრიდან თავად გააკთეს შეუცნობლად დასკვნა, რომ უწიგნურები და გაუნათლებლები არაინ. მსუყე მეუბნება: „მე რომ მიყურებ, 14 წელია აქ ვმუშაობ, შენნაირებს ყლეზე ვიხევ, მე ქურდიც ვარ, ძველი ბიჭიც და პოლიციელიც“. კარგი ცხოვრებით გიცხოვრია-მეთქი, სხვა რაღა უნდა მეთქვა. ამის შემდეგ დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა. ეს მსუყე გამუდმებით მიმეორებდა რომ თუ არ გავჩუმდებოდი ჩამიყვანდა ქვედა სართულზე და „პირში მომცემდა“. რაღაც მომენტში გადაეკეტა, ისევ გამოიქცა დასარტყმელად და ვიღაცებს ეყოთ გონება რომ შეეკავებინათ. მერე დაუძახა ვიღაცას, მიდი მიდი გამოიტანე რა გადავპარსოთ თავი ამ ნაბოზარსო. გამეცინა, საიდან გაუჩნდა საერთოდ ეგ იდეა, რომ თავი უნდა გადაეპარსა. მერე დააყოლა ყლესთანაც უნდა გაგპარსოო. ვახ მეთქი.. ანუ ჩემი ყლის გაპარსვის იდეა... დაუჯერებელი იყო. მერე ისევ ეს კანკავა მოდის და მაგინებს და მეუბნება: „შე პიდარასტო, რანაირად გაცვია, ეგრე რო არ უნდა მოხვიდე პოლიციის განყოფილებაში არ იცი? ნახე რას გავხარ შე პიდარასტო, მიდი ერთი გადაუღე ფოტო რა რანაირია“, - ეუბნება პოლიციელებს, რომლებმაც წამომაგდეს ფეხზე დამაყენეს და გადამიღეს ფოტო. არადა მშვენივრად მეცვა. როგორც კი ჩემს ცემას მორჩნენ მას მერე ვუმეორებდი, რომ 4 წლის შვილი მელოდება ბაღში და უნდა მივაკითხო გამოვიყვანო, ახალი შეყვანილი მყავს, დიდ ხანს ვერ ჩერდება ისედაც და გვიანია, უკვე იქ უნდა ვიყო და ინერვიულებს ბავშვი-მეთქი. ამიტომ დამარეკინეთ ჩემს ძმასთან რომ გავაგებინო, რომ დაკავებული ვარ და ბავშვთან მივიდეს რომ არ იტიროს, ყველა ბავშვი წავა და ამ დრომდე არასდროს არ ვტოვებ მეთქი. მორჩნენ როგორც იქნა ოქმის წერას, ჩააბარეს ჩემი თავი 3 ახალგაზრდა პოლიციელს, პირად მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორისკენ, ზაჰესში. უკანა სავარძელზე ვზივარ, აქეთ იქით მისხედან პოლიციელები, ვატყობ ესენი ცოტა დათრგუნული და შეწუხებულები არიან, მარჯვენა მხარეს მიზის ძალიან შეწუხებული ახალგაზრდა ბიჭი და ძლივს წამოილუღლუღა: „მე დაგირეკე, რომ მოსულიყავი“. გამეცინა, როგორც იქნა შეიკრა წრე. რა გქვია? შენი სახელი არ ვიცოდი და კი ნახე რაც მიქნეს მეთქი. ნიკაო, მიპასუხა, ოკ-მეთქი, ქულ. ბორკილები წინ გადმომიტანეს, პატივი მცეს, გააჩერეს მანქანა სადღაც, სიგარეტი მომაწევინეს, დაგიტოვებ სიგარეტსო ეს ნიკა მეუბნება, მაინც არ შემატანინებენ იზოლატორში, არ იდარდო, რადგან დაგეხსენით, მომხედავენ ჩემები-მეთქი. მიმიყვანეს იზოლატორში, ჩამაბარეს, იქ ყოვლეთვის სიწყნარეა, ცუდად არავინ დაგელაპარაკება და შეგეხება, რაც მე და ჩემს მეგობრებს გამოცდილება გვაქვს, ყოველშემთხვევაში. ციხე და დროებითი მოთავსების იზოლატორი (ე.წ. კაპეზე) სხვადასხვაა ისე. ნაციხარი არ ვარ“,- წერს გიორგი მჟავანაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)