07:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 14:16:56, 953 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს, დეივიდ კავენას, ერნესტო ბრაანს და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა.

ფინასთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოადგილე კამელ ბუმადი. 

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა და სხვა. 

საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ADB-ის მიერ გამოყოფილი დროული ფინანსური დახმარების მნიშვნელობას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიუხედავად რეგიონში და მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს რეფორმებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერება კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა და სხვა. სტრუქტურული რეფორმების კუთხით - კაპიტალის ბაზრის განვითარება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, კერძო სექტორის მხარდაჭერა, საჯარო ფინანსების მართვა.

თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულმა აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სექტორებისა და რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics