07:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 13:35:12, 657 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა აშშ-საქართველოს 30-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მკვეთრად გააუარესა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, რაც ასევე საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი საქართველოს ურყევ მისწრაფებებს. 

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობას კიდევ უფრო განამტკიცებს. 
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის დირექტორი ჯეისონ ჰემი და USAID-ის წარმომადგენელი მარკ სიმაკოვსკი დაესწრნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics