|
2022-05-19 12:47:47, 819 ნახვა
საზოგადოება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საირიგაციო ქსელზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი ეკალ-ბარდებისა და დანალექი გრუნტისაგან იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, მუნიციპალიტეტში 700 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. აღდგენილი საირიგაციო სისტემით 8 სოფლის (ტბისი, ფარცხისი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, ასურეთი, ერტისი, ვაშლოვანი, კოდა) მოსახლეობა ისარგებლებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)