08:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 12:46:08, 633 ნახვა

საზოგადოება
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შშმ პირთათვის, საოჯახო ტიპის სახლები გადასცა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გრძელდება. ამ მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, საოჯახო ტიპის სახლები გადასცა. სახლების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა დაესწრნენ. მცირე ზომის საოჯახო სახლებში დუშეთისა და მარტყოფის დიდ პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციართა ნაწილი გადავა.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა მცირე საოჯახო ტიპის სახლები დაათვალიერეს, შემდეგ კი მხარეებს შორის დონაციის აქტი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ მოაწერეს.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებული პროექტი - „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“, დიდი ზომის პანსიონატების ბენეფიციარებისთვის დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობასა და მათთვის თემზე დაფუძნებული სერვისების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე, დუშეთის მერი მანანა ნარიმანიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics