00:00 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 11:47:13, 902 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს

 

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბუნდესტაგში საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალისტური კავშირის (CDU/CSU) სპიკერს, იურგენ ჰარდტსა და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში ფრაქცია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მომხსენებელს, იოჰანეს შრაპსს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე განხილვის მთავარ საკითხები იყო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია.

„მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა გერმანიის და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის მკაფიო მხარდაჭერისა და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელოვან პროგრესზე და აღნიშნა, საქართველოს მზაობა შემდგომი ნაბიჯები გადადგას ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით. ხაზი გაესვა, რომ საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის კონტექსტში, ოფიციალური ბერლინის პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს მადლობა გადაუხადა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გერმანელმა კოლეგებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს და შეფასების კითხვარის დროულად შევსებას. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროგრესი იქნება შესაბამისად შეფასებული ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics