08:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 11:41:57, 920 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს „ისწავლე და დასაქმდის“  ახალ ეტაპს და აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას     პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე.

პროგრამა  ითვალისწინებს  თბილისში  რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ  მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის  ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას.     

პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 40-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების,  კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის,    ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში.

ამ ეტაპზე, 1 000-მდე მოქალაქე გაივლის მომზადება/გადამზადებას შემდეგ სახელმწიფო  პროფესიულ კოლეჯებში: „მერმისი“, „იკაროსი“, „გლდანის პროფესიული მომზადების  ცენტრი“ და „სპექტრი“.  

ბენეფიციარების  შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

• ქ. თბილისში რეგისტრაცია;

• მინიმალური ასაკი 18 წელი;

თითოეულ  სპეციალობაზე  სწავლის ხანგრძლივობა არის არაუმეტეს სამი თვე და სასწავლო პროცესი  მოიცავს  როგორც  თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სახელმწიფო სერტიფიკატი.

პროგრამის რეგისტრაციის ვადები: 2022  წლის 18 - 30 მაისი. სასწავლო პროცესი კი დაიწყება 6 ივნისიდან.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.dasakmdi.ge. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics