08:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 17:44:35, 849 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიით დაზარალებულ 50 ოჯხს დაეხმარება

აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიით დაზარალებულ 50 ოჯახს დაეხმარება. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინიატრო ავრცელებს.

მათივე თქმით, საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. 

სხდომაზე განიხილეს  ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ხანძრითა და სტიქიით დაზარალებული 50 ოჯახის ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის რეკომენდაციით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 479 737 ლარი გამოიყოფა.

„შერეული კომიის მორიგ სხდომაზე, წევრებთან ერთად ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი განვიხილეთ. კომისიის რეკომენდაცია უახლოეს დღეებში გადაეგზავნება მთავრობის თავმჯდომარეს. დახმარებას 50 ოჯახი მიიღებს - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. 

ფინანსურ დახმარებას მიიღებს:
▪ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზიანებული  10 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/აღდგენისათვის;   
▪ ქობულეთის მუნიციპალიტში სტიქიის შედეგად (ძლიერი ქარი,  დიდთოვლობა, გეოლოგიური პროცესი) დაზიანებული 19 სახლის (მათ შორის 2 კორპუსის სახურავის აღდგენა) მშენებლობა/აღდგენისათვის;
▪ ხელვაჩაურის მუნიციპალიტში  ხანძრის  შედეგად დაზიანებული 1 და  სტიქიის (გეოლოგიური პროცესები, ძლიერი ქარი) შედეგად დაზიანებული 9 სახლის მშენებლობა/აღდგენისათვის;   
▪ ქედის მუნიციპალიტეტში ხანძრის  შედეგად დაზიანებული 1 და  სტიქიის (გეოლოგიური პროცესები) შედეგად დაზიანებული 4 სახლის მშენებლობა/აღდგენისათვის;   
▪ ხულოს მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად განადგურებული 1 სახლის მშენებლობისათვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics