|
2022-05-17 19:14:20, 1092 ნახვა
საზოგადოება
26 მაისს დედაქალაქში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 18 მაისს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თავისუფლების მოედანზე წრე შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლით, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცვლილება განხორციელდება ჯავახიშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებზე: N308, N359 და მიკროავტობუსზე: N457. აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და თბილისის საკონცერტო დარბაზთან დატრიალდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)