|
2022-05-17 17:46:09, 789 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Routes Europe 2022-ზე მონაწილეობს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Routes Europe 2022-ზე მონაწილეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე თქმით, 18-20 მაისს, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში საავიაციო ფორუმი ROUTES EUROPE 2022 გაიმართება. რიგით მე-16 ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1200 დელეგატი.
18-20 მაისს, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში საავიაციო ფორუმი ROUTES EUROPE 2022 გაიმართება. რიგით მე-16 ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1200 დელეგატი, მათ შორის ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი მიიღებენ. საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს. აეროპორტების გაერთიანების (UAG) ინფორმაციით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ROUTES EUROPE 2022-ზე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით გაიმართება პრეზენტაციები. ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. სამდღიან ფორუმზე პირისპირ შეხვედრები გაიმართება ავიაციის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის. რათა შეჯერდეს ევროპის მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა. ROUTES EUROPE 2022 ასევე, განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები. საუბარი შეეხება ავიაციისა და ტურიზმის სწრაფი გაჯანსაღების გზებსა და ახალი ბაზრების ხელშეწყობას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)