14:25 - 26 Jul, 2026
|
2022-05-17 16:18:44, 2010 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულს ფრიდონობას გილოცავთ
ქედის მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულს ,ფრიდონობას გილოცავთ! დღეს, პოეტის, მწერლის, დრამატურგის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის სახელთან დაკავშირებული სახალხო დღესასწაული ,,ფრიდონობა" აღინიშნა, რომელსაც 2008 წელს მწერლის სიცოცხლეშივე ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიებას მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ნათესავები, მწერალთა კავშირი, საზოგადო მოღვაწეები და საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. შეკრებილმა საზოგადოებამ მწერლის საფლავი ყვავილებით შეამკო. გაიხსენეს პოეტთან დაკავშირებული ისტორიები, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებას ორგანიზებას ქედის აა(ი)პ ,,ისტორიული მუზეუმი" უწევდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)