08:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 16:12:06, 1006 ნახვა

საზოგადოება
მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების - სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა დარგში არსებულ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე მოკლე ანგარიშები წარადგინეს. 

ყურადღება გამახვილდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის, საკარანტინო მავნებლების გამოვლენისა და რისკების შეფასების ღონისძიებებზე, DCFTA-ს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. საბჭოს წევრებმა მცენარეული წარმოშობის პროდუქტების წარმოების და ექსპორტ-იმპორტის ხელშეწყობის საკითხებიც განიხილეს.
 
სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის განვითარების დეპარტამენტის (USDA), სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, შემოსავლების სამსახურის, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics