16:33 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 14:57:51, 2611 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის დუმა „აზოვის“ პოლკის მებრძოლების რუს ტყვეებში გაცვლის აკრძალვას მოითხოვს

სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ „აზოვის“ პოლკის მებრძოლები რუს ტყვეებში არ უნდა გაცვალონ, ამის შესახებ სპიკერმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ვოლოდინის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.

„ნაცისტური კრიმინალები არ უნდა გაცვალონ, ისინი არიან ომის დამნაშავეები და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე დავაყენოთ", - განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

გარდა ამისა, ვოლოდინმა აღნიშნა ისიც, რომ ისინი ქვეყანა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაჭრილ სამხედრო ტყვეებს.

„ჰუმანურად მოეპყრონ მათ, ვინც ჩაბარდა ან ტყვედ ჩავარდა, განსხვავებით უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის ხელისუფლებისგან, რომლებიც სისასტიკეს სჩადიან და აწამებენ ჩვენს სამხედრო ტყვეებს. რაც შეეხება ნაცისტებს, ჩვენი პოზიცია აქ უცვლელი უნდა დარჩეს - ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი“, - დასძინა ვოლოდინმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა აზოვის ნაციონალისტური ნაწილის (რუსეთის ფედერაციაში აკრძალული) ბოევიკების და აზოვსტალის ქარხანაში ბლოკირებული უკრაინელი სამხედროების ჩაბარების დაწყების შესახებ, 265 ბოევიკი, მათ შორის 51 მძიმედ დაიჭრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომაზე კენჭისყრა დაიწყო
29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics