01:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 13:48:10, 973 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - გვარამიასგან ბევრი განცხადება მოგვისმენია ჩემი განადგურების მუქარით, მაგრამ არავის დაჭერა არ მიხარია

კანონის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ და მასზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს. 

მისი განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევაში, სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.  

„როდესაც სჩადიხარ დანაშაულს, ვერც პოლიტიკოსის და ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს სამართლებრივ მოქმედებებს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და ბატონ ნიკა გვარამიას მიესაჯა სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება მოგვისმენია მისგან ჩემი განადგურების მუქარით, ბევრი სიძულვილის ენა, რაც ამ ადამიანისგან მოდიოდა, არ მიხარია არავის დაჭერა და დაკავება. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და მივიღეთ შედეგი“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

კახა კალაძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან კონკრეტული თანხების გაფლანგვის ფაქტი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელისთვის გადაცემის შეჩერების პერიოდში მოხდა. 

„მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა ტელეკომპანიის გადაცემის საკითხი, ზუსტად მაგ პერიოდში მოხდა ამ თანხების გაფლანგვა და მითვისება. სამწუხაროდ, ასეა. ფაქტია ის, რომ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ შეუჩერა გადაცემის ფაქტი, ეს ბოროტად იქნა გამოყენებული. დამთხვევაა თუ რაც არის, ესაა რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics