|
2022-05-17 10:47:32, 1020 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - მედიასაშუალებებში მოღვაწეობა თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს
ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ხდება, რა მუხტის აგორებასაც ცდილობენ განწირული მცდელობაა, იმიტომ, რომ რაღაც მომენტში მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვებზე. ვიღაცეები თვლიან, რომ ნორმალურია, რომ სააკაშვილს, რახან პოლიტიკოსია, აქვს უფლება, თავი დაიხსნას მართლმსაჯულებისგან, თუმცა, გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს იგივე უფლება დანარჩენ 9000 პატიმარს. იგივეა მედიასაშუალებებში მოღვაწეობა, თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს, ეს არასწორი მიდგომაა - ამის შესახებ POSTV-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მიხეილ სარჯველაძემ გაიხსენა განცხადებები რუსთავი 2-ის დავასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ომბუდსმენის განცხადება იმის შესახებ, რომ ამ საქმეს ევროსასამართლოში დიდი პერსპექტივები აქვს. მისივე თქმით, სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში ცუდად არის გამჯდარი ინდულგენციის თემა და ამის შემოქმედები, ამ სინდრომის დამამკვიდრებლები ნაციონალური მოძრაობის მესვეურები არიან. მისი თქმით, კერძო კომპანიაში რომ რომელიმე დირექტორმა ასეთი რამ რომ გააკეთოს, არ გონია რომელიმე ქვეყნის სამართალი ამას შეიწყნარებდა და იტყოდა, რომ ეს არის ლეგიტიმური. „ვიდრე არ გაქვს პასუხები კონკრეტულ კითხვებზე, რატომ გგონია, რომ ამ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რომ არა კრიტიკულ მედიასაშუალებაში აქტიური მოღვაწეობა ან პოლიტიკოსობა, სხვაგვარი იქნებოდა მიდგომა, თუ პასუხი არ გაქვს როგორ შეიძლება აკეთო განცხადება, რომ მოგწონს რომელიმე პოლიტიკოსი, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. გამოდის, რომ ჩვენ ვართ განწყობილნი პოლიტიკოსების მიმართ და არ გვაინტერესებს მიზეზი. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები პოლიტიკური ინცინუაციებით შეეცდებიან ეს გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მერკანტილური მიზნების განსახორციელებლად, შეეცდებიან გამოაცხადონ ადამიანი პოლიტდევნილად მარტო იმიტომ, რომ რაღაც ქულები დაიწერონ. ვერ შეძლებენ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, გარდა იმისა, ვინც ბრმად ენდობა ამ შემთხვევაში რაღაც პოლიტიკურ ჯგუფს, ან ხელისუფლებაში მოყვანის მერკანტილური ინტერესი აქვს, ვერ დაარწმუნებენ საზოგადოებას იმაში, რომ რომ არა მედიასაშუალებაში მოღვაწეობა ან პოლიტიკურად აქტივობა, სახელმწიფო ვალდებული იყო თვალი დაეხუჭა ასეთ დანაშაულზე. შესაბამისად, ასეთ დროს არც უნდა მოელოდნენ, რომ საზოგადოების მხრიდან ტალღის აგორების მცდელობა იქნება. მაქსიმუმ ჭიქაში შეძლებენ ქარიშხლის მოწყობას, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ეს ვერ იქნება ძალამოსილი აქტივობა“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)