20:38 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-15 12:47:02, 1062 ნახვა

ეკონომიკა
ქვევრის ღვინო ლონდონში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზეა წარდგენილი

14-15 მაისს, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში  ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა „RAW" (The Artisan Wine Fair) მიმდინარეობს, რომელშიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობს.

გამოფენის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონია (საფრანგეთი).

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ბაზრების დივერსიფიკაციას. საქართველო ,,RAW WINE"-ში (The Artisan Wine Fair) 2012 წლიდან მონაწილეობს. აღნიშნულ გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, ღვინის პროფესიონალთა ფართო აუდიტორიას  და პოტენციურ იმპორტიორებს საკუთარი პროდუქცია გააცნონ.

წელს, ლონდონში გამართულ გამოფენაში მონაწილეობენ ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „მეღვინეობა ართანა", „ანდრიას ღვინო", „ანაპეა", „დორემი", „დემის მარანი", „გოცას ღვინო", „ნიკალას მარანი", „ბაიას ღვინო",  „ახმეტის ღვინის სახლი". 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics