|
2022-05-11 18:16:46, 1787 ნახვა
რეგიონი
70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქირურგი - ტარიელ ბერიძე დაჯილდოვდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ევექსის ჰოსპიტლების შუახევის კლინიკის მოქმედი ქირურგი, ტარიელ ბერიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ,,ვულოცავ ბატონ ტარიელს 70 წლის იუბილეს და სამინისტროს სახელით მადლობას ვუხდი ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, სადაც სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მთავარი პრიორიტეტია. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. უწყების ცნობით, ტარიელ ბერიძემ სამედიცინო უნივერსიტეტი ზოგადი ქირურგიის მიმართულებით 1980 წელს, ბაშკირეთში დაამთავრა. აქვს 38 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა პოზიციაზე - მუშაობდა ქირურგად ჩიშმის და შუახევის რაიონულ საავადმყოფოებში, ასევე იყო სასაზღვრო ძალების ექიმი, შუახევის სასწრაფო სამედიცინო დაწესებულების მორიგე ექიმი, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ქირურგი. დღემდე პროფესიულ საქმიანობას ეწევა ევექსის შუახევის კლინიკაში და პარალელურად არის უჩამბის სოფლის ექიმი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)