|
2022-05-11 17:16:59, 1792 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", სოფლის გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ქედის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", სოფლის გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მზა ბეტონის შეძენას ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს ,,გეო-გრუპი" უზრუნველყოფს. მიმდინარე წელს შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარი 31 სოფელში დაიგება: მოსიაშვილები, ხარაულა, ჯალაბაშვილები, ახო, გეგელიძეები, კოკოტაური, ჩეტკიძეები, აბუქეთა, ვარჯანისი, კანტაური, საბადური, სასადილოყელი, ზვარე, ვაიო, კვაშტა, სირაბიძეები, გულები, კორომხეთი, ორცვა, ქედა, ცხემნა, ხუნკუდა, პ/მაისი, ზედა აგარა, ქვედა აგარა, ზედა მახუნცეთი, მილისი, უჩხითი, დოლოგანი, ოქტომბერი და აგოთა. რომელიც მოსახლეობის შრომითი მონაწილეობით განხორციელდება. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" მზა ბეტონის შესაძენად ბიუჯეტიდან 355 000 ლარია გამოყოფილი, რომლითაც სულ 1 775 კუბ.მ ბეტონის შეძენა მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)