2022-05-10 22:20:07, 1570 ნახვა
ომი უკრაინაში
საბერძნეთმა კიევში საელჩო გახსნა
საბერძნეთმა კიევში საელჩო ხელახლა გახსნა. - ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე თქმით, საელჩოს მანოლის ანდროულაკისი უხელმძღვანელებს.
" საელჩოს მანოლის ანდროულაკისი უხელმძღვანელებს, რომელიც ევროკავშირის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, რომელმაც ალყაში მოქცეული ქალაქი დატოვა." - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,