05:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 18:53:40, 1532 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - 5 პირობაზე პასუხის მიღების შემთხვევაში, მზად ვარ გამოკვლევებისთვის კლინიკა VIVAMED-ში გადავიდე

5 პირობაზე პასუხის მიღების შემთხვევაში, მზად ვარ გამოკვლევებისთვის კლინიკა VIVAMED-ში გადავიდე. - ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

მისივე თქმით, მუდმივი დაშვება უნდა ჰქონდეთ მის ოჯახის წევრებს, პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ ემპათიადან.

" საქართველოს იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს,

ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და ვფიქრობ, შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა ვივა მედში გადასვლაზე გამოკვლევებისთვის, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობისთვის შემდეგი პირობებით:

1. მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ ემპათიადან, რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი.

2. სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს.

3. ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი ემპათიის ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით;

4. როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე ვივა მედში

5. გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოთ ჩემი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ჩართულობით". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,  რომ ბოლო დღეებში ექიმებისა და ოჯახის წვერების თქმით მიხეილ სააკაშვვილის მდგომაროება მძიმეა, რაც საჭიროებს დროულ და ადეკავტურ მკურნალობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics