05:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 14:03:56, 1017 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი „ნაცმოძრაობის“ ინიციატივაზე - თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს და ვიღაც გენდობოდეს

თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაცა უნდა გენდობოდეს, - ასე ეხმიანება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდნტისთვის თავდებში დადგომა არის მდელობა,რომ მიხეილ სააკაშვილი "ციხიდან საზღვარგარეთ გადამალო". 

"თავდებში დადგომა იმისათვის, რომ ადამიანი გააპარო ციხიდან და საზღვარგარეთ გადამალო იმ საბაბით, რომ მკურნალობას გაივლის უცხოეთში უკეთესად, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამოგონებაა. გარდა ამისა, ვინაიდან პატიმართან გვაქვს საქმე, მე თავს ვიკავებ ხოლმე უადგილო იუმორისგან, მაგრამ თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაცა უნდა გენდობოდეს. რაკი ამ შემთხვევაში არც ერთი აქვთ, არც მეორე და არც მესამე, ძალიან ძნელი იქნება ამ ინიციატივის სერიოზულად შესწავლა",- განაცხადა წულუკიანმა. 

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, მას თავდებში დაუდგნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics