2022-05-09 19:51:47, 1631 ნახვა
ომი უკრაინაში
მაკრონი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ალბათ, რამდენიმე ათეული წელია
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ალბათ, "რამდენიმე ათეული წელია.- ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი ავრცელებს.
მისივე თქმით, უკრაინა უკვე არის ევროპული ოჯახის წევრი მისი "ბრძოლისა" და "გამბედაობის" გამო.
" უკრაინის ევროკავშირის წევრად დამტკიცებას, ალბათ, რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება " - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,