12:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 19:10:02, 1334 ნახვა

საზოგადოება
9 მაისს, ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს

9 მაისს, ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს. - ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის მხარე ავრცელებს.

მათივე თქმით, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ და მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა,  სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენელებთან ერთად ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის ობელისკი.

ახალციხეში  მცხოვრები სამი ვეტერანი  მისაკ ავეტისიანი, ვართან გუკასიანი და სააკ მიქაელიანი  ხელმძღვანელმა პირებმა  ოჯახებში მოინახულეს. მათ მერიის საჩუქრები  და პრემიერის მისალოცი ბარათები პირადად გადასცეს. 

ვეტერანებს  ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაეწიათ. თითოეული მუნიციპალიტეტისგან 700 ლარით, ხოლო მთავრობისგან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარით, მარჩენალდაკარგულთა ოჯახები კი 500 ლარით დასაჩუქრდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics