|
2022-05-09 14:56:24, 1822 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს
ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელებმა, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ვეტერანს შალვა გოჩიტაშვილს და ოთარ აზმაიფარაშვილს ხელმძღვანელი პირები სახლებში ეწვივნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ორივე ვეტერანს მუნიციპალიტეტის მერიამ ერთჯერადად 1 000 -1 000 ლარი გადასცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად - 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ. მუნიციპალიტეტში გამართული ღონისძიება, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)