05:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 11:15:58, 922 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რუსეთი 9 მაისით მანიპულირებს, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეები - 8 მაისით

რუსეთი 9 მაისით მანიპულირებს და რა თქმა უნდა, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეებიც 8 მაისით მანიპულირებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, 9 მაისი არის იმ ხალხის დღე, რომლებმაც ეს გამარჯვება მოიტანეს და "როცა ისინი ზეიმობენ, მაგ დღეს აღვნიშნავთ". 

„რაც შეეხება თარიღებს, ესეც სამწუხარო რეალობაა  ვფიქრობ დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიის მოტანილი. რა თქმა უნდა, რუსეთი 9 მაისით მანიპულირებს და რა თქმა უნდა, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეებიც 8 მაისით მანიპულირებენ, საერთო ჯამში. 9 მაისი არის იმ ხალხის დღე, რომელთან ერთად დღეს ვართ, ამ სკვერში. ადამიანების, რომლებმაც ეს გამარჯვება მოიტანეს და რა თქმა ეს არის მათი დღე, ის დღე, როცა ისინი ზეიმობენ და ამ დღეს აღვნიშნავთ. სხვა ყველაფერი ამის გარშემო არის თარიღის ინსტრუმენტალიზირება და დატვირთვის მიცემა თარიღებისთვის. მთავარია ჩვენს ვეტერანებს ვცეთ პატივი და ამ დღის მიმართ მათ დამოკიდებულებას ამ დღის მიმართ. ეს არის მათი გამარჯვების დღე და მათი გამარჯვების დღე უნდა აღვნიშნოთ და არა ის დღე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ვინესთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი,“- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics