2022-05-08 18:28:16, 1688 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ს პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა და ოლენა ზელენსკას შეხვდა
აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი უჟგოროდში ჩავიდა, სადაც უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას შეხვდა. ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი წინასწარ არ გამოცხადებულა. მისმა პრესმდივანმა შეხვედრის ვიდეო ტვიტერზე გამოაქვეყნა.
შაბათს ბაიდენი შეხვდა უკრაინელ ლტოლვილებს სლოვაკეთსა და რუმინეთში. მან მოინახულა ქალაქი კოშიცე და სოფელი ვიშნე ნემეკე, ასევე ეწვია ბუქარესტის საჯარო სკოლა „ურუგვაი“, სადაც ახლა უკრაინელი ლტოლვილების შვილები სწავლობენ.
"მე მინდოდა ჩამოვსულიყავი დედის დღეს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია უკრაინელ ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. და ეს ომი იყო სასტიკი. ამერიკელი ხალხი უკრაინელების გვერდით დგას",- თქვა ბაიდენმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,