2022-05-08 16:37:36, 1612 ნახვა
ომი უკრაინაში
აზოვის მებრძოლი - ომის დაწყებიდან, დაახლოებით 2.5 ათასი რუსი სამხედრო გავანადგურეთ
აზოვის მებრძოლები აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან, მარიუპოლში დაახლოებით 2,5 ათასი რუსი სამხედრო გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზოვის დაზვერვის ოფიცერი, ილია სმოილენკო, ავრცელებს.
მისი თქმით, სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყებიდან, მებრძოლებმა გაანადგურეს 2500-ზე მეტი მტრის ცოცხალი ძალა და მოახერხეს კიდევ 5000-ის დაჭრა.
"ჩვენ ასევე გავანადგურეთ 60-ზე მეტი ტანკი და 30-ზე მეტი დავაზიანეთ. ეს არის მტრის დანაკარგების 10%-ზე მეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. თითქმის იგივე სიტუაციაა ჯავშანტრანსპორტიორებასთან, საარტილერიო სისტემებთან დაკავშირებით", - აცხადებს სამოილენკო
მისი თქმით, რუსეთის სამხედროების მიერ ომის განმავლობაში განხორციელებული დაბომბვების დაახლოებით 50% ქალაქ მარიუპოლს დაეცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,