|
2022-05-08 13:21:23, 2084 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე ქობულეთში სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდა. მინისტრმა სარემონტო და დასრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. სამინისტროს განცხადებით, ქართველი სამხედროებისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება დაისახა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი აქტიურად გრძელდება და სამხედრო ბაზებზე ასობით ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)