2022-05-07 21:21:47, 1621 ნახვა
ომი უკრაინაში
აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია
უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, მარიუპოლში რუსეთის ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე გამოიყვანეს.
"პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა: ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუირებულია. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულდა",- დაწერა ვერეშჩუკმა.
აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.
მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,