13:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 14:11:09, 817 ნახვა

საზოგადოება
მესტიაში დიალიზის სერვისი უკვე ხელმისაწვდომია

დაბა მესტიაში დიალიზის თერაპია უკვე ხელმისაწვდომია - ბენეფიციარები, რომლებსაც  ამ სერვისის მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა, ან თბილისში საცხოვრებლად გადასვლა უწევდათ, მომსახურებას ადგილზე მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დიალიზის თერაპიისთვის, სრულად არის აღჭურვილი მესტიის მუნიციპალური საავადმყოფო. ბენეფიციარებს, პირველ ეტაპზე, რუხის კლინიკის ექიმები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი, მათ სამინისტროს მიერ სპეციალურად გადამზადებული კადრები ჩაანაცვლებენ.

„ახალი სერვისის დანერგვასთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალურ საავადმყოფოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმყოფებოდა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში, დიალიზის თერაპია თიანეთში, ყაზბეგში, ამბროლაურსა და სხვა მუნიციპალიტეტებში იქნება ხელმისაწვდომი. 

მესტიაში, ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე  ილია ღუდუშაური და სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე.

ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს. “- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics