2022-05-07 11:03:07, 1736 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინა - რუსულმა ჯარებმა ხიდების აფეთქება დაიწყეს
რუსულმა ჯარებმა ხიდების აფეთქება დაიწყეს.- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ხეისუფლება ავრცელებს.
მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს მნიშვნელოვანი ობიექტების დაბომბვას.
"ხარკივის აღმოსავლეთით, ცირკუნისა და რუსკი ტიშკის რაიონში ოკუპანტებმა ააფეთქეს სამი საგზაო ხიდი თავდაცვის ძალების კონტრშეტევითი მოქმედებების შესანელებლად". - ნათქვამია უკრაიჯის გენერალური შტაბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,