|
2022-05-06 18:18:42, 5063 ნახვა
ეკონომიკა
მარაგების მართვა და აღრიცხვა მარტივად
მცირე და პატარა კომპანიების ფუნქციონირებისთვის მარაგების სწორად მართვას და აღრიცხვას უდიდესი როლი ენიჭება. პირველი ნაბიჯების გადადგმისას დაშვებული შეცდომები, ზოგჯერ ძალიან ცუდ როლს თამაშობს მომავალ განვითარებაში. მუდმივად რომ მზად დახვდეთ მომხმარებელს, გქონდეთ ყველა ის აუცილებელი პროდუქტი მარაგში, რისთვისაც სტუმრობენ თქვენს ობიექტს და არ გაუცრუოთ იმედი, იმ ადამიანებს, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ თქვენი ბიზნესის წარმატება - აუცილებელია, ფლობდეთ ინფორმაციას მარაგების შესახებ. ეს ერთ-ერთი რთული საქმეა და შეცდომებისგანაც არავინაა დაზღვეული, თუმცა თანამედროვე, ციფრულ სამყაროში ბევრი რამ გაცილებით უფრო გამარტივებულია. როგორ ეხმარება Optimo ბიზნესებს? დღეს, როცა არსებობს გაყიდვებისა და მარაგების პროგრამა ოპტიმო- შეგიძლიათ მსგავსი საპასუხისმგებლო დეტალები მას მიანდოთ და თქვენ ბიზნესის განვითარებაზე იფიქროთ. დიახ, ოპტიმო უშეცდომოდ და უნაკლოდ აღრიცხავს და აკონტროლებს მარაგებს, თქვენ კი გაწვდით მზა ინფორმაციას საწყობში არსებული პროდუქციის რაოდენობის შესახებ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგიძლიათ დაგეგმოთ აქციები, ფასდაკლებები ისეთ პროდუქციაზე, რომელიც უკვე კარგა ხანია თქვენს საწყობში იკავებს ადგილს და რეალიზაცია უჭირს. სამაგიეროდ კი, ისეთს დაუთმოთ სივრცე, რომელიც თქვენი ბესტსელერი პროდუქტია და უფრო მეტად მოიზიდოთ მომხმარებლები. ოპტიმო დაკავშირებულია სალარო აპარატთან, სასწორთან და პოს ტერმინალთან. იგი კარგი დამხმარეა შესყიდვების წარმოებისას, ინტეგრირებულია Rs.ge-თან, რითაც აადვილებს ზედნადებების ატვირთვის, დადასტურებისა და კორექტირების პროცესს. დისტანციური მართვის შესაძლებლობა იძლევა საშუალებას, ნებისმიერი ადგილიდან აკონტროლოთ ფინანსები, მიიღოთ ინფორმაცია დღის ნავაჭრის, შესყიდვების, გაყიდვების და მოგების შესახებ. ასევე გაიგოთ, დღის რომელი მონაკვეთი იყო უფრო აქტიური გაყიდვების თვალსაზრისით და როდის იყო პასიური პერიოდი. ოპტიმოს აქვს ორი სამუშაო სივრცე - ერთი მაღაზიის მენეჯერებისთვის, მეორე მოლარეებისთვის. მისი გამოყენება არ მოითხოვს, რაიმე განსაკუთრებულ ცოდნას. პროგრამის გამართვისთანავე თქვენზე მომაგრებული პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი ასწავლის თქვენს თანამშრომლებს, როგორ გამოიყენონ და მართონ მაღაზიის პროგრამა, რომელიც საგრძნობლად უადვილებს საქმეს ობიექტზე მომუშავე ადამიანებს. ოპტიმოს პროგრამა ნებისმიერი კატეგორიის მაღაზიისა და კვების ობიექტისთვის გამოიყენება იქნება ეს სურსათის, ავტო ნაწილების, ხილ- ბოსტნის, ტანსაცმლის, ტექნიკის თუ სხვა. თუ ფლობთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სახეობის ბიზნესს, აუცილებლად უნდა სცადოთ ოპტიმო. 14 დღის განმავლობაში შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გამოიყენოთ, დატესტოთ, ნახოთ რამდენად ამარტივებს საქმეს და რა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მუშაობის პროცესში და შემდეგ ნამდვილად ვერ იტყვით იმ კომფორტზე უარს, რასაც ოპტიმო გთავაზობთ.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)