14:58 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 14:19:34, 905 ნახვა

საზოგადოება
აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 87 %, რეისების რაოდენობის კი 110 % აღდგა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა 2022 წლის დასაწყისშიც კვლავ ნარჩუნდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის აპრილის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 87% აღდგა.  2022 წლის აპრილში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 59,033 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის აპრილი 67,530 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. აპრილში, აეროპორტში რეისების 110 % აღდგა და 240 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის აპრილი - 219 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics