00:37 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 12:42:25, 901 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინს რუსეთში „ვიკიპედიის“ ანალოგის შექმნა სურს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ინიციატივა „ვიკიპედიისთვის“ რუსული ალტერნატივის შექმნის შესახებ. პუტინი, არ არის კმაყოფილი ვიკიპედიაში განთავსებული „ინფორმაციის ხარისხით“ . მან ამის შესახებ პროპაგანდისტული  საზოგადოება "ცოდნის" აღმასრულებელ დირექტორთან მაქსიმ დრევალთან ისაუბრა.

როგორც Meduza იუწყება, რუსეთს არაერთხელ სურდა  ონლაინ ენციკლოპედიის დაბლოკვა. კომპანიამ რუსეთის მასშტაბით უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ შეწყვიტა, რის გამოც დაჯარიმდა.

„რა თქმა უნდა, ობიექტური, მნიშვნელოვანი, სიღრმისეული და თუნდაც ლამაზად, ნიჭიერად წარმოდგენილი ინფორმაცია ძალიან მოთხოვნადია, თუმცა ვიკიპედიის  გამოყენება შეუძლებელია.ჩვენ ვიცით ამ ინფორმაციის ხარისხი.“, - განაცხადა პუტინმა.

ამის საპასუხოდ დრევალმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრები, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად,  გარკვეულ მონაცემთა ბაზას ქმნიან, ალტერნატიული რუსული ვიკიპედიის შესაქმნელად. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ვიკიპედიის წინააღმდეგ ერთდროულად ორი სარჩელი აღიძრა. Roskomnadzor იყო პირველი, ვინც რუსეთ- უკრაინის ომის შესახებ  ინფორმაციის დაბლოკვა მოითხოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics