|
2022-05-05 17:37:47, 1146 ნახვა
სამართალი
თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბიში და ლელობურთში ტურნირი დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბიში და ლელობურთში ტურნირი დასრულდა. თამაშებში, რომელიც გორის რაგბის სტადიონზე მიმდინარეობდა, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებისგან დაკომპლექტებული რვა გუნდი იღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შვიდკაცა რაგბიში პირველი ადგილი IV ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები I და III ქვეითი ბრიგადის გუნდებმა გადაინაწილეს. ლელობურთში პირველ ადგილს III ქვეითი ბრიგადის ნაკრები დაეუფლა, მეორე ადგილს - VI საარტილერიო ბრიგადა, ხოლო მესამე ადგილი II ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა. უწყების ცნობით, ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ გამარჯვებულ გუნდებს სამ საპრიზო კატეგორიაში შესაბამისი მედლები და თასი გადასცეს. ტურნირში მონაწილე რვა გუნდიდან შეირჩა 12 მოთამაშე, რომლებიც უწყების სახელით 2022 წლის ივნისში, საფრანგეთში დაგეგმილ ჯარებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. საქართველოს თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბიში და ლელობურთში ტურნირი თავდაცვის სამინისტროს სპორტული ღონისძიებების სამსახურისა და რაგბის კავშირის ორგანიზებით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)