|
2022-05-05 15:36:45, 934 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბოლო წლების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბოლო წლების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ღონისძიებაზე ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებულ ღონისძიებებზე, მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, საპატრულო პოლიციის ფუნქციონალური გაუმჯობესების მიზნით, უკვე განხორციელდა სხვადასხვა სახის ტექნიკური პროექტი, აგრეთვე, მოხდა პატრულ-ინსპექტორების გადაიარაღება და მათი ახალი სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვა, გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი, შესაბამისად გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობაც. საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას დაიწყებს ერთიანი მომსახურების ცენტრი შიდა ქართლის რეგიონში. ერთიანი მომსახურების ცენტრების მოწყობა იგეგმება ასევე ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. სიტყვით გამოსვლისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და მათ მხარდაჭერისთვის, ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)